ბელგოროდში უკრაინული მხარის მიერ განხორციელებულ იერიშს ჯამში 19 ადამიანი ემსხვერპლა, 27 კი დაშავდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
ცნობისთვის, 12 მაისს ბელგოროდში აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.
„დღეს, ნანგრევებიდან 15 ადამიანი ამოიყვანეს. გუშინ საღამოს, დაბომბვისას კიდევ სამი მშვიდობიანი მცხოვრები დავკარგეთ. ხოლო ერთი ქალი, რომელმაც დაზიანებები 11 მაისს მიიღო, საავადმყოფოში გარდაიცვალა. კიევის რეჟიმმა 19 ადამიანი იმსხვერპლა.
27 ადამიანი დაშავდა. მათგან 10-ს ამბულატორიული დახმარება აღმოუჩინეს, ექვსი კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათ შორის, თვე-ნახევრის ბავშვი დედასთან ერთად“, – წერს Telegram-ზე გლადკოვი.