საზოგადოებამ კარგად რომ იცოდეს, ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები

საზოგადოებამ კარგად რომ იცოდეს, ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, ცდილობენ – საკუთარი ინტერესები, რევოლუციური სცენარები განახორციელონ ტყუილებით და დეზინფორმაციით,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის წევრებმა წესით კარგად უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს მესამე მოსმენა, როდესაც მხოლოდ ტექნიკური საკითხები განიხილება.

„სხვა კითხვა რომ არ იყო, მძიმე და წერტილთან დაკავშირებით და კენჭისყრაზე მომხსენებელმა მყისიერად დააყენა ეს საკითხი, მით უმეტეს, როდესაც ერთი საკითხი იყო განსახილველი და ესეც ძალიან კარგად იცოდნენ, სად არის აქ სიმართლე. კიდევ ერთხელ, საზოგადოებამ კარგად რომ იცოდეს, ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, ცდილობენ საკუთარი ინტერესები, რევოლუციური სცენარები განახორციელონ ტყუილებით და დეზინფორმაციით“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა “ქრონიკასთან”.