პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქცია გრძელდება. მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მესამე მოსმენით მიიღო.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად პარლამენტთან განთავსებულ რკინის ღობეებს ხელებს ურტყამენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან იმყოფებიან. პარლამენტთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.