შემცირებული ექსპორტი და უარყოფითი სავაჭრო ბალანსის ზრდა – ნაკლებ დამაიმედებელი ციფრები ეკონომიკაში

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა.

აღნიშნული სტატისტიკის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე 6.563 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 1.763 მლრდ აშშ დოლარი იყო (შემცირდა 10.1%-ით), ხოლო იმპორტი 4.799 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 0.3%-ით).

ამასთანავე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-აპრილში 3.036 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3%-ია.