ეს აქცია ორგანიზდება, იმართება კონკრეტული რადიკალური ჯგუფების მხრიდან და ასევე საზღვარგარეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ეს ხელისგულზე დევს”,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალები გულწრფელ პროტესტს რადიკალური პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ.
“რა თქმა უნდა, ეს ხალხი ახდენს ცალკეული ახალგაზრდების თუ სხვა ჯგუფების გულწრფელი უკმაყოფილების, თუ განსხვავებული აზრის ინსტრუმენტალიზებას. რადიკალები გულწრფელ პროტესტს იყენებენ რადიკალური პოლიტიკური ინტერესებისთვის“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.