აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი. როგორც “ინტერპრესნიუსს” დაკავებულის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განუცხადა, ის სამართალდამცველებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
“ლაზარე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით – წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა” – თქვა მისმა ადვოკატმა.
აქვს თუ არა დაკავებულს დაზიანებები, ამის შესახებ ადვოკატს დადასტურებული ინფორმაცია არ აქვს.