რუსეთის არმიამ რაბოტინო გაათავისუფლა

რუსეთის არმიის საჯარისო დაჯგუფება “დნეპრის” მიერ მთლიანად არის გათავისუფლებული ზაპოროჟიის ოლქის დასახლებული პუნქტი რაბოტინო. უკრაინის შეიარაღებული ძალების 65-ე მექანიზებულ ბრიგადას, ტერიტორიული თავდაცვის 121-ე ბრიგადასა და ეროვნული გვარიის 23-ე ბრიგადას რუსებმა დამარცხება აგემეს ასევე შემდეგ დასახლებულ წერტილებში:

მალაია ტოკმაჩკა (ზაპოროჟიეს ოლქი), ნიკოპოლი (დნეპროპეტროვსკის ოლქი) და ზოლოტაია ბალკა (ხერსონის ოლქი).  უკრაინის ჯარმა 25 სამხედრო მოსამსახურე, 2 ავტომობილი, ასევე ამერიკული წარმოების 155-მილიმეტრიანი ჰაუბიცა М777 დაკარგა.

ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ.

შეგახსენებთ, რომ რაბოტინო ზაპოროჟიის ოლქის ფრონტისპირა დასახლებაა. კიევის ხელისუფლება მას განიხილავდა შარშანდელი უკრაინული “კონტრშეტევის” სიმბოლოდ, როდესაც ეს სოფელი უკრაინელებმა დიდი ძალების მობილიზებითა და ასევე, დიდი მსხვერპლის ფასად, დაიკავეს. მაშინ უკრაინამ ბრძოლებში დასავლეთის მიერ მომზადებული სტრატეგიული რეზერვი გამოიყენა.