აშშ და ევროპა არა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მხარს მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე უჭერს

შე­უძ­ლებ­ლად ჩავ­თვა­ლე, უყუ­რა­დღე­ბოდ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა თქვე­ნი ემო­ცი­უ­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო მო­მარ­თვა ჩემ მი­მართ. სამ­წუ­ხა­როდ, ვერც მე და ვერც ჩემ­მა დამ ვერ შევ­ძე­ლით, ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბებ­ში აღგ­ვედ­გი­ნა თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სცე­ნე­ბი, მაგ­რამ თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ თქვენ იც­ნობ­დით ჩემს მა­მას და ბრძან­დე­ბით მისი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს მოგ­მარ­თოთ.

უდი­დეს პა­ტივს მი­ვა­გებ თქვენს თა­ო­ბას!

მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ თქვენ­მა თა­ო­ბამ, მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი ქარ­ტე­ხი­ლი­სა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო, ქარ­თუ­ლი ენა და თვითმყო­ფა­დო­ბა! დღეს ეს ჩემი თა­ო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა!

თქვენ უკვე ბავ­შვო­ბი­დან იწ­ვნი­ეთ, თუ რას ნიშ­ნავს ომი და ომში და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბის ხსოვ­ნის ტკი­ვი­ლი!

თქვენ ასე­ვე კარ­გად იგ­რძე­ნით ომის შემ­დგო­მი აღ­დგე­ნის სიმ­ძი­მე და მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სიძ­ნე­ლე­ე­ბი!

ცხოვ­რე­ბის ქარ­ტე­ხილ­მა ეროვ­ნუ­ლი თვითმყო­ფა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ბრძო­ლე­ბიც არ მო­გაკ­ლოთ და 2008 წლის ომის ტრა­გე­დი­აც გა­და­გა­ტა­ნი­ნათ!

ამ­დე­ნი ტკი­ვი­ლის და გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე თა­ო­ბას კი, და­მე­თან­ხმე­ბით, გა­ცი­ლე­ბით მეტი მო­ე­თხო­ვე­ბა, ვიდ­რე ახალ­გაზ­რდა სტუ­დენტს!

ბავ­შვო­ბი­დან კარ­გად მახ­სოვს, თუ რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­და მამა გეგ­მუ­რი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის­თვის. ეს მა­გა­ლი­თი მუ­დამ თვალ­წინ მიდ­გას. სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ცდი­ლობ­და მამა, თა­ვი­სი ცოდ­ნა გა­ეღრმა­ვე­ბი­ნა და არ კმა­ყო­ფილ­დე­ბო­და არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნით და გა­მოც­დი­ლე­ბით. ეს თქვე­ნი თა­ო­ბის უნი­კა­ლუ­რო­ბაა: შე­ის­წავ­ლო სიღ­რმი­სე­უ­ლად სა­კი­თხი, გა­ა­კე­თო ანა­ლი­ზი და მხო­ლოდ ამის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ი­ტა­ნო დას­კვნა!

სწო­რედ ასე­თი შე­ხე­დუ­ლე­ბა მაძ­ლევს სა­ფუძ­ველს, ვიყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იმა­ში, რომ ეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა თქვენ არა­მარ­ტო წა­კი­თხუ­ლი, არა­მედ შეს­წავ­ლი­ლიც გაქვთ! ამი­ტომ წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნია, არ მო­გის­მი­ნოთ და არ გკი­თხოთ – გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონ­ში, კერ­ძოდ რო­მე­ლი პუნ­ქტი არ მოგ­წონთ და რა­ტომ? მე მზად ვარ, შე­გახ­ვედ­როთ სპე­ცი­ა­ლის­ტებს (თქვენ­თვის მი­სა­ღებ ფორ­მატ­ში), რომ­ლებ­თა­ნაც შეძ­ლებთ დის­კუ­სი­ას და თქვე­ნი შეს­წო­რე­ბე­ბის შე­ტა­ნას ან მათი არ­გუ­მენ­ტე­ბის შემ­დეგ, აზ­რის შეც­ვლას.

ჩემ­თვის ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლია თქვე­ნი და თქვე­ნი თა­ო­ბის, ისე­ვე რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის აზრი.

დღეს, ამ კა­ნო­ნის არას­წორ­მა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ამ გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბის გახ­ლე­ჩა, ჩემი აზ­რით კი, ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ფლიქ­ტი მხო­ლოდ დი­ა­ლო­გის ფორ­მატ­ში უნდა წყდე­ბო­დეს.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვენ ყვე­ლას სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი გვა­მოძ­რა­ვებს!

მე, პირ­ველ რიგ­ში, ვარ მე­უღ­ლე, დედა და ბე­ბია და ჩემ­თვის, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იყოს მშვი­დო­ბა ქვე­ყა­ნა­ში და ისეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ცხოვ­როთ, სა­დაც ქალი ქა­ლობს, კაცი კა­ცობს, დე­დას დედა ჰქვია და მა­მას მამა! ჩვენ უნდა ვი­ცხოვ­როთ ისეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ჯვა­რი იქ­ნე­ბა არა უბ­რა­ლოდ მო­დის აქ­სე­სუ­ა­რი, არა­მედ ჩვე­ნი რწმე­ნის უწ­მინ­დე­სი სიმ­ბო­ლო, ისე, რო­გორც აქამ­დე იყო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე!

დღეს, ისე­ვე რო­გორც 2011 წელს, მე გვერ­დში ვუდ­გა­ვარ ჩემს მე­უღ­ლეს და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვი­ზი­ა­რებ მის შე­ხე­დუ­ლე­ბებს, ვი­ნა­ი­დან ჩემი მე­უღ­ლის ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თვის სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლია!

ის ყო­ველ­თვის იყო და იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის, იდენ­ტო­ბის და თვითმყო­ფა­დო­ბის დამ­ცვე­ლი, ვი­ნა­ი­დან მა­მუ­ლი, ენა და სარ­წმუ­ნო­ე­ბა მისი არა მარ­ტო გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი, არა­მედ სი­ცო­ცხლის არ­სიც არის!

ჩემ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს მდგრა­დი, ერ­თი­ა­ნი და ძლი­ე­რი, ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კით და თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხით. ასე­ვე სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იყოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, თა­ვი­სი თვითმყო­ფა­დო­ბი­თა და ტრა­დი­ცი­უ­ლი, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ვი­ყოთ ისე­თი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა, სა­დაც და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი თავ­სმოხ­ვე­უ­ლი ფსევ­დო­ი­დე­ო­ლო­გი­ე­ბის­გან.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თქვენც ასე­თი­ვე სა­ქარ­თვე­ლო გინ­დათ!

კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბით, მშობ­ლი­უ­რი სიყ­ვა­რუ­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით, – ნათ­ქვა­მია ეკატერინე ხვედელიძის გან­ცხა­დე­ბა­ში. 

განცხადების დაწერის მიზეზი:

13 მაისს ფორმულას ეთერში როსტომ ცხვედიანმა ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს ამ სიტყვებით მიმართა:

“ეკა, მე მაქვს უფლება, ასე მოგმართო, მოგმართავ ასე, იმიტომ, რომ ხელში აყვანილი მყავხარ ბავშვობაში ნატარები, შენც და ირმაც, შენი უფროსი და […] მე შენი სიყვარული მალაპარაკებს, არ მაქვს უფლება, რომ არ მიყვარდე, იმიტომ, რომ ფედია ხვედელიძის პირველი მანქანის ნომერი მახსოვს […] ახლობელი ვარ შენი, შვილო. შეიძლება თქვა, რატომ არ მოხვედიო, იმიტომ არ მოვედი, რომ არ მჭირდებოდა, მათხოვარი არასდროს ვყოფილვარ. დღეს კი, საისტორიო ფორტუნამ, ეკა, შვილო, შენ მოგანიჭა საშუალება, მოგცა უფლება, რომ საქართველოს ისტორიაში დაიმკვიდრო ისეთი ადგილი, როგორიც ბევრმა ქართველმა ქალმა დაიმკვიდრა […] მე მჯერა, რომ შენ შენს ოჯახში ხმა გაქვს და სიტყვა გეთქმის, ჩააგდე მანდილი სამოქალაქო დაპირისპირებულ მხარეებს შორის. დღეს საქართველოს ეს სჭირდება ყველაზე  მეტად. ხომ ხედავ, შვილო, ეკა, რომ არავითარ მწვავე განცხადებას არ ვაკეთებ, თხოვნა მაქვს და თუ შენ შენს ოჯახში სიტყვა არ გეთქმის და ამ სიტუაციის განტვირთვისთვის ვერაფერს აკეთებ, მაშინ შუშანიკი გაიხსენე […] გთხოვ, ეკა, შვილო, მუხლზე დაჩოქილი გემუდარები”.

ამ განცხადების შემდეგ კი ცხვედიანმა თქვა, რომ გამაფრთხილებელი ზარები მიიღო.

“ჩემი აზრით, ძალიან მოზომილი გამოსვლა მქონდა და არავითარ შემთხვევაში არ ვიმსახურებდი მაგისთვის საყვედურს. იყო ბევრი უსიამოვნო ზარი, ლანძღვა-გინება არ ყოფილა, მაგრამ რომ არ მოველოდი, ისეთი შეფასება ჰპოვა ჩემმა გამოსვლამ, რა ძალა გაგდია, თავს გაუფრთხილდი. 76 წლის კაცი ვარ, რითი  უნდა შემაშინონ. ჩემი ცხოვრება დავამთავრე, მე ის მტკივა და იმით ვარ ყველაზე უფრო დათრგუნული, რომ ქვეყანა თვალსა და ხელს შუა გვეცლება. ქვეყანა იღუპება და თითქოს ვერაფერს ვაკეთებთ”, – განაცხადა ცხვედიანმა ფორმულას ეთერში.

მისივე თქმით, მიიღო ორი ანანიმური ზარიც. კითხვაზე, თუ რა შინაარსის იყო სატელეფონო საუბრები, ცხვედიანი ამბობს:

“თავს გაუფრთხილდი, რა ძალა გადგია, ხომ იცი, რაც შეიძლება მოხდეს”.