1991 წლის შემოდგომაზე თბილისში, უცხოელების მიერ, გადაღებული კადრები. პრეზიდენტი და უცხოელი ჟურნალისტები, კონიაკის ქარხანა, ჭუჭყიან-დახეული მენშევიკური დროშა მერიის თავზე, ბენზინის რიგები, პარლამენტის წინ არსებული “მდედრიონის” კარვები, ავტობუსებით გადაკეტილი რუსთაველის გამზირი, კიდევ “ზვიადი”, “ედეპეშნიკები” ნორჩი ირაკლი ქადაგიშვილით, ზვიადისტები, მოპუტჩისტო ელემენტები “ჩაუშესკუ!”-ს შეძახილებით და, რა თქმა უნდა, ყველა ერთიანია – “ძირს დამპალი რუსეთის იმპერია!”, “ძირს კომუნისტები!”, “გაუქმდეს კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები!” თუმცა, ეს კომედია, სამწუხაროდ, ცუდად, ძალიან ცუდად დამთავრდა. დამთავრდა და არც დამთავრდა – დღესაც გრძელდება!!