რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
„ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები არ იყოს კონიუნქტურული და არავის წინააღმდეგ იყოს მიმართული“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობა ამჟამად ერთ-ერთი მთავარი სტაბილიზაციის ფაქტორია საერთაშორისო ასპარეზზე.
რუსეთის ლიდერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნები ერთობლივად იცავენ სამართლიანობისა და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის პრინციპებს.
მანამდე პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვსა და პეკინს პრაქტიკული თანამშრომლობის მყარი ისტორია აქვთ.
გარდა ამისა, პუტინმა ჩინეთს ეკონომიკის სფეროში „მთავარი პარტნიორი“ უწოდა.
შეგახსენებთ, პუტინი პირველი ვიზიტით პეკინში ჩავიდა.