სი ძინპინის განცხადებით, რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები დიდ სახელმწიფოებისთვის ურთიერთობის ეტალონი გახდა

ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის განცხადებით, რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები დიდი სახელმწიფოებისთვის ურთიერთობის ეტალონი გახდა.

სი სინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები რთულ პირობებში ჩამოყალიბდა და გაუძლო ცვალებად საერთაშორისო ვითარებას.

„ქვეყნებს შორის ურთიერთობები ხასიათდება პატივისცემით, ნდობით, მეგობრობითა და ორმხრივი სარგებლით“, – განაცხადა სი ძინპინმა.

შეგახსენებთ, პუტინი ხელახალი „არჩევის“ შემდეგ პირველი ვიზიტით პეკინში ჩავიდა.