ჩვენი მიზანი არ არის, ვეტო დავადოთ საქართველოს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, არამედ წავახალისოთ მსგავსი კანონების შემოღება ევროკავშირის მასშტაბით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა მრჩეველმა და უნგრეთის პარლამენტის წევრმა, ბალაზს ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„არასასურველი უცხოური ჩარევისგან სუვერენიტეტის დაცვა, საფრთხე არ არის, არამედ, დემოკრატიის წინაპირობაა – ეს არის კანონის მიზანი. და ამის დაგმობის ნაცვლად, შესაძლოა ევროკავშირმაც უნდა მიბაძოს ამ მაგალითს“, – დაწერა მან.