სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიკრიბა სამედიცინო საბჭო, სადაც ექიმები რობერტ ფიცოს ბრატისლავაში გადაყვანის შესაძლებლობას განიხილავენ.
როგორც მედია წერს, საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, შესაძლებელია თუ არა რობერტ ფიცოს დედაქალაქში გადაყვანა.
რობერტ ფიცო ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში მდებარე საავადმყოფოში მკურნალობს.
სლოვაკეთის ახალარჩეული პრეზიდენტის პიტერ პელეგრინის განცხადებით, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას საუბარი შეუძლია.