პუტინი და სი ძინპინი მსოფლიო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ერთნაირად განიხილავენ – რა დოკუმენტს მოაწერა ხელი ორმა ლიდერმა და რა არის იქ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი

რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას 16 მაისს რუსეთის ლიდერის ჩინეთში ვიზიტის დროს. ТАСС-მა თავი მოუყარა დოკუმენტის ძირითადი პუნქტებს.

კერძოდ, ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ორი სახელმწიფო, ჩინეთი და რუსეთი:

   მოითხოვენ შეერთებული შტატებისგან, შეწყვიტოს სამხედრო ბიოლოგიური საქმიანობა;
აღნიშნავენ აშშ-ისა და ნატოს სტრატეგიის უარყოფითი ზეგავლენას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ვითარებაზე;
გმობენ ინიციატივებს, უცხო სახელმწიფოების აქტივებისა და ქონების ჩამორთმევის შესახებ;
ეწინააღმდეგებიან ცალკეული ქვეყნების მცდელობებს, გამოიყენონ კოსმოსური სივრცე  შეიარაღებული დაპირისპირების მიზნით;
განაგრძობენ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას;
ეწინააღმდეგებიან აშშ-ის ჰეგემონურ მცდელობებს, შეცვალოს ძალთა ბალანსი ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში;
გამოთქვამენ სერიოზულ შეშფოთებას აშშ-ს მცდელობებთან დაკავშირებით, დაარღვიოს სტრატეგიული ბალანსი;
შეშფოთებას გამოხატავენ იაპონიის მიერ, ფუკუშიმა-1 ატომური ელექტროსადგურიდან რადიონუკლიდების შემცველი წყლის ოკეანეში ჩაღვრის გამო;

უზრუნველყოფენ ეკონომიკურ სუბიექტებს შორის შეუფერხებელ საფინანსო კავშირს;
უზრუნველყოფენ ენერგორესურსების შეუფერხებელი ტრანსპორტირების პირობების შექმნას;
ეწინააღმდეგებიან შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების პროვოკაციებს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ;
გამოხატავენ მზადყოფნას, გააძლიერონ ძალისხმევა პლასტიკური დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად, თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტის გათვალისწინებით;
გამოდიან სპორტის პოლიტიზებისა და მოქალაქეობის საფუძველზე სპორტსმენების დისკრიმინაციის წინააღმდეგ;
გამოხატავენ  მზადყოფნას, სხვა სახელმწიფოებთან ერთად, შეიმუშავონ საშუალებები გარემოს დაბინძურებასთან საბრძოლველად;
განავითარებენ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში;
მოუწოდებენ აშშ-ს და ნატოს, აიღონ პასუხისმგებლობა ავღანეთის სოციალურ-ეკონომიკურ სირთულეებზე და აღარ ეცადონ იქ თავიანთი სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას;
შეთანხმდნენ, რომ ხელი შეუწყონ საჰაერო მოგზაურობის განვითარებას;
შეთანხმდნენ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე;
ეწინააღმდეგებიან ექსტრარეგიონული ძალების ჩარევას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სტაბილურობის საკითხებში;
უზრუნველყოფენ ინვესტორთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას, ინვესტიციებისთვის თანაბარ და სამართლიანი პირობების შექმნის;
ეწინააღმდეგებიან ცალკეულ ქვეყნებში ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბოროტი განზრახვით შეზღუდვას;
გააგრძელებენ მუშაობას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა (ЕАЭС) და ჩინეთს შორის ურთიერთქმედების გასავითარებლად;
გააღრმავებენ თანამშრომლობას საბაჟო სფეროში ურთიერთვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით;
აღიარებენ ОДКБ -სა და დსთ-ს მნიშვნელოვანი როლს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში;
თანხმდებიან ორი ქვეყნის ბაზრებზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების ორმხრივი წვდომის გაფართოებაზე.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი მიესალმება ჩინეთის მზადყოფნას, დახმარება გასწიოს უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებაში.

ჩინეთი, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ღია და ობიექტური იყო და მათი შედეგები ხალხში პუტინისადმი ფართო მხარდაჭერაზე მიუთითებს. პეკინი მხარს უჭერს მოსკოვის ძალისხმევას, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება მის საქმეებში გარე ჩარევას. ჩინეთმა ასევე მხარი დაუჭირა რუსეთის ინიციატივას ევრაზიული კინოპრემიის დაარსების შესახებ.

პეკინი, ამას გარდა, მიიჩნევს, რომ თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია და მკაცრად გმობს “კროკუს სიტი ჰოლში” მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორებს, შემსრულებლებსა და თანამზრახველებს, – ნათქვამია ერთიბლივ განცხადებაში.

დოკუმენტიდან ჩანს, რომ ორი სახელმწიფოს ლიდერი ითვალისწინებს რუსეთისა და, შესაბამისად, ჩინეთის რეგიონულ ინტერესებს – დოკუმენტში დაბალანსებულად არის გამოხატული ურთიერთმხარდაჭერა რუსეთის ინტერესებისადმი პოსტსაბჭოთა სივრცის ფარგლებში და ჩინეთის ინტერესებისადმი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.

სრული თანხვედრაა გლობალური პოლიტიკის ხედვაში, ყველა სტრატეგიული საკითხი შეთანხმებულია და არ არსებობს რაიმე სერიოზული წინააღმდეგობა ორ მეზობელ გიგანტურ სახელმწიფოს შორის. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (მათ შორის, “ნატოს წევრობის მსურველი” საქართველოსთვის!!) შემდეგი მოთხოვნა, რომელიც ჩინურ-რუსულ განცხადებაში ჩაიწერა:

“Стороны выступают за то, чтобы ядерные державы стояли на страже глобальной стратегической стабильности, соблюдали принцип равной и неделимой безопасности, не посягали на жизненно важные интересы друг друга – в частности, путем экспансии военных союзов и коалиций и создания военных плацдармов вплотную к границам других ядерных держав, в особенности с передовым развертыванием ядерного оружия и средств его доставки, а также другой военно-стратегической инфраструктуры”

“მხარეები ემხრობიან იმას, რომ ბირთვული სახელმწიფოები იდგნენ გლობალური სტრატეგიული სტაბილობის სადარაჯოზე, დაიცვან თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპი, არ ხელჰყონ ერთმანეთის სასიცოცხლო ინტერესები – კერძოდ, სამხედრო კავშირებისა და კოალიციების ექსპანსიის გზით, ისევე, როგორც უშუალოდ მათ საზღვრებთან სხვა ბირთვული სახელმწიფოების სამხედრო პლაცდარმების განთავსების გზით. ეს განსაკუთრებით ეხება მოწინავე ბირთვული იარაღისა და მისი მიზნამდე მიტანის საშუალებებს, აგრეთვე სხვა სამხედრო-სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას”.

პუტინისა და სი ძინპინის ურთიერთობები აღინიშნება ერთმანეთისადმი დიდი პატივისცემითა და ნდობით. ეს არის უკვე სტრატეგიული პარტნიორობა და არა უბრალოდ კეთილმეზობლობა.

 

დოკუმენტი სრულად იხ.: Путин и Си подписали заявление об углублении отношений всеобъемлющего партнёрства и стратегического взаимодействия