სალომე ზურაბიშვილი: არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, შეაჩერებს თუ არა ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციას თუ სხვა პროცესებს საქართველოსთვის

მიმართულების აღება.
ევროკავშირმა უნდა მოისმინოს არა მარტო ქუჩაში გამოსული ხალხის ხმა, არამედ ის, თუ რას იტყვის ხალხი არჩევნებზე, რაც იქნება გარკვეული ტიპის რეფერენდუმი. შედეგიდან გამომდინარე, გადაწყდება, შეაჩერებენ თუ არა ისინი (ევროკავშირი) ვიზალიბერალიზაციას თუ სხვა პროცესებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ვეტო სიმბოლური იქნება, მაინც გამოიყენებს ამ უფლებას.

„ჩემი ვეტო სიმბოლურია. ვიცი, რომ ვეტოს დაძლევა მოხდება, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ამას გავაკეთებ ქუჩაში გამოსული ხალხის სახელით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.