ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის არმია ახლა ხარკოვის აღებას არ აპირებს

რუსეთის არმია ახლა ხარკოვის აღებას არ აპირებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ჯარები პროგრესირებენ, ყოველდღე მკაცრად მოძრაობენ გეგმის მიხედვით.

ხარკოვის მიმართულებით მომხდარზე პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დააკისრა და აღნიშნა, რომ რუსეთი იძულებულია შექმნას სანიტარული უსაფრთხოების ზონა ბელგოროდის საცხოვრებელი უბნების დაბომბვის გამო.

„ზუსტად ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ ადგილებში ისვრიან. საჯაროდ ვთქვი, თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით შევქმნათ უსაფრთხოების ზონა – სანიტარული ზონა“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

Წყარო: რია