გაირკვა ზუსტი მიზეზი, რის გამო მოკლა ძმამ საკუთარი და – საშინელი დანაშაულის კონკრეტული დეტალები

16 მა­ისს გარ­და­ბან­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ცნო­ბი­ლია, რომ ძმამ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლა. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი დას ჯერ მან­ქა­ნით და­ე­ჯა­ხა, შემ­დეგ კი 4-ჯერ და­არ­ტყა დანა.

ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ქალი 30 წლამ­დე შახ­ლა ის­მა­ი­ლო­ვა იყო. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ყ­ვე­ბა, ახალ­გაზ­რდა ქალს ქმა­რი და ორი შვი­ლი დარ­ჩა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი დას პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას უზღუ­დავ­და, ასე­ვე დის მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის ფაქტს ოჯა­ხის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვად მი­იჩ­ნევ­და.

და­კა­ვე­ბულს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რედ­გი­ნა:

„სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი დას პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას უზღუ­დავ­და, ასე­ვე დის მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის ფაქტს ოჯა­ხის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვად მი­იჩ­ნევ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო 16 მა­ისს ბრალ­დე­ბულ­მა, გარ­და­ბან­ში, დას ჯერ ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ა­ჯა­ხა, შემ­დეგ კი და­ნით სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში, მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. ბრალ­დე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს.

მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 109-ე მუხ­ლის „თ”, „კ” და „მ” ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა გენ­დე­რის ნიშ­ნით, შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ)წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 -დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა” – ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რას ჰყვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი?

„საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხიც ჰქონ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში სახ­ლი­დან წა­ვი­და. ძმა დას ეძებ­და, იმუქ­რე­ბო­და, სა­დაც ვნა­ხავ, იქ მოვ­კლა­ვო. ისი­ნიც ერი­დე­ბოდ­ნენ, ძმა გო­გო­ნას დღეს გა­და­ე­ყა­რა ქუ­ჩა­ში, ჯერ მან­ქა­ნა და­ა­ჯა­ხა, მერე წაქ­ცე­ულს 4-ჯერ ჩა­არ­ტყა დანა. გო­გო­ნა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა… ახლა ერთი პრობ­ლე­მაა: გო­გო­ნას ჩა­უ­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა, ბი­უ­რო­ში უთხრეს, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი წა­იყ­ვა­ნე­თო, მაგ­რამ არა­ვის მიჰ­ყავს – არც გო­გოს ქმრის ოჯახს მიჰ­ყავს და არც მშობ­ლე­ბის ოჯახს. გო­გოს მამა იძა­ხის, ჩემი შვი­ლი ცი­ხე­ში მი­დის და სახ­ლში მო­ვას­ვე­ნოო?” – გვიყ­ვე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის თა­ნა­სოფ­ლე­ლი.

წყარო: ambebi.ge