პოლონეთი რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრის გასაძლიერებლად 2.6 მილიარდამდე დოლარს დახარჯავს

პოლონეთი რუსეთსა და ბელარუსთან საერთო საზღვრის გასაძლიერებლად 2.6 მილიარდამდე დოლარს დახარჯავს.

პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის თქმით, გეგმა სახელწოდებით „აღმოსავლეთის ფარი“ მოიცავს ახალი ღობის, სიმაგრეების, ტყის განაშენიანებისა და რელიეფის ცვლილებებს დაახლოებით 400 კმ მანძილზე.

„ჩვენ გვსურს, ჩვენი საზღვარი იყოს უსაფრთხო მშვიდობის დროს და გაუვალი ომის დროს“, – განაცხადა ტუსკმა.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის მხრიდან არალეგალი მიგრანტების მორიგი ტალღის შეკავება, პოლონეთში, 2022 წელს აგებული 5.5 მეტრის სიმაღლის ღობის მიუხედავად, სათანადოდ ვერ ხდება.