ტაივანში პარლამენტის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ტაივანის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. როგორც NBC News წერს, კონფლიქტი წარმომადგენელთა პალატის რეფორმირების საკითხზე უთანხმოებამ გამოიწვია.

„ჯერ კიდევ კენჭისყრამდე, ზოგიერთი კანონმდებელი ერთმანეთს უყვიროდა და ხელს კრავდა პალატის შენობის მიმდებარედ, ხოლო შემდეგ, დაპირისპირებამ უშუალოდ პარლამენტის შენობაში გადაინაცვლა. ქაოტურ სცენებში სპიკერის სავარძლის ირგვლივ არსებული არეულობა ჩანს, სადაც დეპუტატები სკამებს ახტებიან და კოლეგებს იატაკზე აგდებენ“, – წერს გამოცემა. 

არსებული ცნობით, დარბაზში სიტუაცია დროებით განიმუხტა, თუმცა, დღის მეორე ნახევარში დაპირისპირება კვლავ განახლდა.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც უილიამ ლაიმ გაიმარჯვა, თუმცა, მისმა დემოკრატიულმა პროგრესულმა პარტიამ (DPP) პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა.

დეპუტატების დაპირისპირების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.