ირანის კაბინეტმა საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვის შემდეგ, მისი მოვალეობის შემსრულებლად, მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი კანი დანიშნა

ირანის კაბინეტმა საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვის შემდეგ მისი მოვალეობის შემსრულებლად, მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი კანი დანიშნა. ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.

პრეზიდენტის პოსტს სავარაუდოდ პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ მოხბერი დაიკავებს. ირანის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობას 50 დღით იკავებს.

სახელმწიფო მედიასთან საუბრისას, მოჰამედ მოხბერიმ აღნიშნა, რომ ისინი პრეზიდენტ რაისის გზას გაჰყვებიან „დაკისრებული მოვალეობების შეუფერხებლად შესრულებაში.