ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის დაღუპვასთან დაკავშირებით ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.
„ვაცხადებ ხუთდღიან სახალხო გლოვას და ვუსამძიმრებ ძვირფას ირანელ ხალხს“, – განაცხადა ხამენეიმ.
შეგახსენებთ, 19 მაისს კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად კიდევ 7 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კატასტროფის ადგილს დღეს მიაღწიეს. მალევე, ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბორტზე მყოფთაგან ვერავინ გადარჩა