სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს საქართველოში ემანუელ მაკრონი მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიწვია. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა La Tribune Dimanche-სთვის ინტერვიუში განაცხადა.

„მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ველოდები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მაკრონი სექტემბერში უნდა ჩამოსულიყო. საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე, მაგრამ, გეგმები შეიცვალა. „ახლა სასწორზე საქართველოს ბედი დევს“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მაკრონის ადმინისტრაციას მან შეთავაზებაზე პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია.

ამასთანავე, სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ. მისი თქმით, საფრანგეთი, რომელმაც ახალი კალედონია დაკარგა, ამჟამად „ახალი ახალი კალედონიისთვის ადგილს ეძებს“.