სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის უმჯობესდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი რობერტ ფიცოს მკურნალ ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღევანდელი სამედიცინო საბჭოს სხდომის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მისი მდგომარეობა კლინიკურად უმჯობესდება, ურთიერთობს, ხოლო ანთებითი ნიშნები თანდათან მცირდება“, – აღნიშნეს ექიმებმა.
ვიცე-პრემიერ რობერტ კალინაკის განცხადებით, ფიცოს სიცოცხლეს მყისიერი საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ სერიოზულია იმისთვის, რომ ის ბრატისლავის საავადმყოფოში გადაიყვანონ.