რუსეთი ომის გაგრძელებას ვერ შეძლებს – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

თუ დასავლელი პარტნიორები მხარს დაუჭერენ ბრიტანეთის მოწოდებას, რომ უკრაინას მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში გაუწევენ დახმარებას, რუსეთი ომის გაგრძელებას ვერ შეძლებს, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ პუტინი ვერ შეძლებს რუსეთის ეკონომიკის სრულ მობილიზებას უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.

მისი თქმით, ის „უბრალოდ არამდგრადია“ და პუტინმა ეს იცის.

„თუ ყველა მოკავშირე შეასრულებს ბრიტანეთის დაპირებას, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, ჩვენ შევძლებთ ამ სისუსტით ვისარგებლოთ და რუსეთის ეკონომიკას წავართვათ სამხედრო ოპერაციების გაგრძელების შესაძლებლობა“, – წერს შაპსი.