თურქეთი “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვას გეგმავს. კანონპროექტის თურქეთის პარლამენტისთვის წარდგენა 2024 წლის 1 -ელ ივლისს იგეგმება.
მედიის ინფორმაციით, კანონპროექტი საკანონმდებლო შესწორებას მოიცავს, რომელიც “შპიონაჟისა” და “ჯაშუშობის” განმარტებებს აფართოებს, ამასთან სისხლის სამართლის პასუხისგება შემოდის ე.წ. “უცხოური გავლენის აგენტებისთვის”.
ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” (RSF) თანახმად, “აღნიშნული კანონმდებლობა საშუალებას მისცემს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს არა უბრალოდ გააგრძელოს სიტყვისა და მედიის თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრა თურქეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, ვინაიდან, შესწორება, ასევე, ეხება თურქეთის მოქალაქეებს, ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში იმყოფებიან.”