უკრაინისთვის საკვანძო სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ დასავლეთის გადაწყვეტილებები ძალიან ნელია, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ერთი დიდი ნაბიჯი წინ, მაგრამ მანამდე ორი ნაბიჯი უკან. ყველა გადაწყვეტილება, რომლამდეც ჩვენ და შემდეგ ყველა ერთად მივდივართ, დაახლოებით ერთი წლით გვიან ხდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, ვითარება ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ახლა კონტროლის ქვეშაა მას შემდეგ, რაც მოსკოვის ჯარებმა საზღვარი გადაკვეთეს და ქალაქ ხარკოვში შეჭრა დაიწყეს.