ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ კონსტიტუციურ პროექტზე ვენეციის კომისიას სამართლებრივი მოსაზრებები გაუზიაროს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ კონსტიტუციურ პროექტზე ვენეციის კომისიას სამართლებრივი მოსაზრებები გაუზიაროს.

„ვენეციის კომისიამ მოითხოვა ჩვენთან შეხვედრა, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციურ პროექტს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ. როგორც ჩანს, ვენეციის კომისიას აინტერესებს რატომ დავაინიცირეთ, რა არგუმენტებია, რომ დარეგულირდეს საკითხი, რომელიც აკრძალავს ლგბტ პროპაგანდას და უზრუნველყოფს ბავშვთა ინტერესების დაცვას. ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხზე გავუზიაროთ ჩვენი სამართლებრივი მოსაზრებებიც და ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.