გიორგი ვოლსკი – ვენეციის კომისიის დასკვნაზე: პოლიტიკურად არის ანგაჟირებული

საოცარია პოლიტიკური შესავალი, რომლითაც ჩვენ მივიღეთ ვენეციის კომისიის დასკვნა, რომ თითქოს კანონპროექტი არ განხილულა, თითქოს მთელი საზოგადოება ამის წინააღმდეგია. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, პოლიტიკურად არის ანგაჟირებული”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობა არის პროდასავლური ხელისუფლება.

„ვენეციის კომისიის დასკვნაზე ერთი მთავარი რამ უნდა ითქვას, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს სხვა შეფასება აქვს ამასთან დაკავშირებით. პირდაპირ ამბობს, რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს იმ ორგანიზაციების ხარჯები, რომელიც საზოგადოების აზრზე ახდენს გავლენას. მითუმეტეს, თუკი ეს ორგანიზაციები პირდაპირ შემოჭრილები არიან პოლიტიკაში. საოცარია პოლიტიკური შესავალი, რომლითაც ჩვენ მივიღეთ ვენეციის კომისიის დასკვნა, რომ თითქოს არ განხილულა, თითქოს მთელი საზოგადოება ამის წინააღმდეგია. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია პოლიტიკურად არის ანგაჟირებული. „ქართული ოცნების“ მთავრობა არის პროდასავლური ხელისუფლება, რომელსაც არასდროს, არცერთ ეტაპზე არ შეუცვლია და შეკითხვაც არ გაუჩენია იმასთან დაკავშირებით, როგორია ჩვენი საგარეო კურსი“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.