საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია“.
ქადაგიშვილის თქმით, ცუდი მაგალითია, როცა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის შანტაჟისთვის გამოყენება ხდება.
„შანტაჟის ენით გვესაუბრებიან. ახლა მუქარაა – გაგაცამტვრებთ, ამას და იმას ვუზამთო. თურმე, საქართველოს ჩინეთის ხელისუფლებასთან აქვს კავშირი. ქვეყნებს სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ გაფორმებული. რუსეთთან საქართველოს არცერთ ოფიციალურ სახელმწიფო დაწესებულებას არ აქვს ურთიერთობა. რატომ არის შანტაჟის ენა? ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ამერიკას რუსეთთან ინტენსიური ურთიერთობები აქვს. ცუდი მაგალითია, როცა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის შანტაჟისთვის გამოყენება ხდება. ჩვენ მუქარის, შანტაჟის ენით გველაპარაკებიან ერთი მიზეზის გამო – არ მოხდეს არამიზნობრივი ხარჯვა ფულის, რომელიც ქართულ პოლიტიკაში იხარჯება და ქვეყნებს შორის ურთიერთობები იყოს ღია, ორმაგი სტანდარტების გარეშე. ყველაფერზე მიდიან, რომ ეს არ მოხდეს. საქართველოს ყველაზე მეტი კონტრიბუცია აქვს გაწეული, როცა ეს საჭირო იყო ერაყსა და ავღანეთში. საქართველო უნდა აღიარონ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.