კონგრესმენთა ჯგუფმა მოუწოდა პენტაგონს, უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმა დაუშვას

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა გაავრცელა მიმართვა, რომელიც თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს მოუწოდებს, უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმა დაუშვას, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ უკრაინელებს არ შეუძლიათ ეფექტურად დაიცვან თავი ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო, რომელიც უნდა შეიცვალოს.

„უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა გამოხატეს სერიოზული შეშფოთება და განაცხადეს, რომ სიტუაცია ახლა უარესია, ვიდრე ოდესმე. უკრაინას შესაძლოა, მიეცეს „გარკვეულ პირობებში“ რუსეთის ტერიტორიაზე სტრატეგიულ სამიზნეებზე თავდასხმის ნებართვა. სამხედროების წვრთების პროცესი ამერიკული „F-16“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე უნდა დაჩქარდეს და გაძლიერდეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები“, – აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ ტერნერმა.

კანონმდებლები ასევე მიუთითებენ, რომ კიევი ითხოვს დამატებით, სულ მცირე, „პატრიოტის“ 7 სისტემას „დიდი ურბანული ტერიტორიების“ დასაცავად.