პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ ირლანდიამაც განაცხადა

ირლანდიის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საიმონ ჰარისმა გააჟღერა.

რამდენიმე წუთით ადრე პალესტინის აღიარების შესახებ განცხადებები ნორვეგიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრებმა გააკეთეს.