ხალხის ძალის წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მოლდოვის ყოფილი პრემიერმინისტრის, ვლად ფილატის მოსაზრებას აქვეყნებს, რომელიც ეხება „გამჭვირვალობის შესახებ” ქართული კანონის ანალოგის მოლდოვაში მიღების აუცილებლობას.
როგორც ქართველიშვილი Facebook-ზე განთავსებულ პოსტში აღნიშნავს, ფილატმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველოს მიერ მიღებული კანონი უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ რატომღაც რუსეთს მიაწერენ და „რუსულს” უწოდებენ, თუმცა, მსგავსი კანონი არსებობს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.
„მოლდოვას ესაჭიროება კანონი უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ, როგორიც საქართველოშია მიღებული, მაგრამ არ არის აუცილებელი მისი სახელწოდების კოპირება, მთავარია ამ გავლენების მატარებელი ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირება”, – ეს მოსაზრება გამოთქვა მოლდოვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია PLDM-ის თავმჯდომარემ ვლად ფილატმა ტელეკომპანია TVC-21-ის გადაცემა „მთავარში” საუბრისას, იუწყება Noi.md. მან აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილებები და კანონები, როგორც ამას მისი ლეგიტიმური ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ.
ვლად ფილატმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველოს მიერ მიღებული კანონი უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ რატომღაც რუსეთს მიაწერენ და „რუსულს” უწოდებენ, თუმცა მსგავსი კანონი არსებობს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.
„თუ შენს ქვეყანაში სუვერენული ხარ, მაშინ ყველაფერი კანონით რეგულირდება და ამ მანდატს ხელისუფლებას ანიჭებს ელექტორატი არჩევნების დროს. არჩეული პარლამენტი კი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას აკისრებს აღმასრულებელ ხელისუფლებას. მაგრამ შემდეგ ჩნდება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ძალზე თავხედურად იქცევიან, ქმნიან პარალელურ პარლამენტს და მთავრობას – ეს კი უკვე Deep State-ია”, – განაცხადა მოლდოვის ყოფილმა პრემიერმა.
მან აღნიშნა, რომ ყველა ამ ადამიანს არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრება, რადგან ისინი არ არიან არჩეულები, არ არიან პასუხისმგებელი სახელმწიფოსა და ამომრჩევლის წინაშე, მაგრამ უხეშად ერევიან სამთავრობო და საპარლამენტო პროცესებში,”- წერს დავით ქართველიშვილი.