“ამერიკასაც და ევროკავშირსაც სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია” – ირაკლი კობახიძე

ამერიკასაც და ევროკავშირსაც სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

პირდაპირ შეიძლება ითქვას ერთი რამ, რომ ამერიკასაც და ევროკავშირსაც სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია. ეს შეიძლება ძალიან ცალსახად ითქვას. არის ძალიან სამწუხარო პროცესები და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები სამომავლოდ სასიკეთოდ შეიცვლება”- თქვა მან. 

პრემიერმა ვენეციის კომისიის დასკვნაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დოკუმენტი მთლიანად აბსურდულია.