აშშ-იდან მიღებული დირექტივის თანახმად, “თიბისი” ბანკი რუსეთთან ტრანსაქციებს ამკაცრებს

“თიბისი ბანკმა” ცოტა ხნის წინ უცხოურ ვალუტაში ტრანზაქციების მარეგულირებელ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოაცხადა. ამის შესახებ ბანკის შეტყობინება მომხმარებლებს დაეგზავნათ.

როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს ცვლილებები მიზნად ისახავს გაეროს, დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.

“ერთ-ერთი მთავარი განახლება ეხება ტრანზაქციებს, რომლებიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციას. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ბოლო აღმასრულებელი ბრძანების შემდეგ, “თიბისი ბანკი” ამკაცრებს თავის მოთხოვნებს მსგავს ტრანზაქციებზე. ეს გულისხმობს დამატებითი დოკუმენტაციის აუცილებლობას, როგორიცაა: ინვოისები, კონტრაქტები და საქონლის წარმოშობის სერტიფიკატები. აღსანიშნავია, რომ კატეგორიულად აკრძალულია ტრანზაქციები, რომელშიც მონაწილეობენ სანქცირებული პირები, ან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზის მხარდამჭერები.