აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს ეკვივალენტობა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, სხვა მაღალჩინოსნებისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა.