Politico-მ ოლივერ ვარჰეის მუქარასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ეწერა, რომ მან მოიბოდიშა, შემდეგ კი ტექსტი შეცვალა

გამოცემა Politico-მ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით გაჟღერებული მუქარის შესახებ გავრცელებული განცხადების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში ტექსტი შეცვალა.

გამოცემა თავდაპირველად, სტატიის სათაურში წერდა – „ევროკომისარმა ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძეს განუცხადა, „ძალიან ფრთხილად ყოფილიყო”. ამჟამად, აღნიშნული ფორმულირებით ტექსტი აღარ იძებნება და შეცვლილ სათაურში წერია – „ევროკომისარი უარყოფს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაემუქრა”.

სტატიაში კი ვკითხულობთ:

„ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ მისი სიტყვები სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან დაკავშირებით, კონტექსტიდან იქნა ამოღებული მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების” ლიდერმა თქვა, რომ ეს იყო ბოროტი შეთქმულების ნაწილი”.