ლონდონში ირანის მთავრობის მომხრე და მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა. დაკავებულია ერთი პირი.
ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ლონდონის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დემონსტრაცია ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის გარდაცვალებასთან დაკავშირებით იმართებოდა, რა დროსაც ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის შეტაკება მოხდა. დაშავებულებს სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს დახმარება.