რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება სურს, „დაე, დაბრუნდეს“.
„მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება შესაძლებელია ფუნდამენტური ხასიათის შეთანხმებების საფუძველზე, რომელიც მიღწეული იყო ბელარუსსა და თურქეთში რთული მოლაპარაკებების დროს და ეფუძნება დღევანდელ რეალობას, რომელიც განვითარდა ადგილზე“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ პუტინი მზად არის, შეაჩეროს ომი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გზით, რომელიც აღიარებს ბრძოლის ველზე არსებულ ამჟამინდელ ხაზებს.
წყაროების ინფორმაციით, პუტინი მზად არის, გააგრძელოს ომი, თუ კიევი და დასავლეთი არ უპასუხებენ მის შეთავაზებას.
წყაროები ასევე აცხადებენ, რომ პუტინმა მრჩეველთა მცირე ჯგუფს იმედგაცრუება გამოუხატა იმის გამო, რომ დასავლეთს მოლაპარაკებების შეჩერების მცდელობა აქვს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა მოლაპარაკებები.