იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო ,,გამჭვირვალობის” კანონზე დაძლია

ურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა. საკითხი პლენარულ სხდომაზე, არსებული ინფორმაციით, ხვალ გავა.

კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა “უკადრებელი იკადრა” და გამბედაობა არ ეყო, რომ კითხვებისთვის პასუხი გაეცა.

გიორგი მსხილაძემ არაერთხელ განმარტა, რომ არ შევიდოდა მუხლობრივ განხილვაში რადგან კანონი მთლიანად, თავისი არსით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

“ეს დღე ნამდვილად იქნება სამარცხვინო დღე პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის, კონკრეტული პირებისთვის და არა ყველასთვის, რა თქმა უნდა და იმ ადამიანისთვის, რომელსაც პრეზიდენტი ჰქვია, ჯერ ჯერობით კიდევ”, – თქვა ოხანაშვილმა