ნინო წილოსანი – ვეტოს დაძლევის საკითხზე უმრავლესობა მყარად დგას

რა თქმა უნდა, ყოველი დღე ამ მთლიან პროცესში, კიდევ უფრო ნათლად გვაჩვენებს ჩვენც, ვინც გადაწყვეტილებას ვიღებთ და მათ შორის, საზოგადოებასაც, რომ ეს პროცესი აუცილებლად გასავლელი იყო, რომ ჩვენს ოპონენტებს არანაირი არგუმენტები არ აქვთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ვეტოს დაძლევის საკითხზე უმრავლესობა მყარად დგას.

„დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო, იმიტომ რომ საპრეზიდენტო ინსტიტუციის წარმომადგენელი, რომელიც არც იმას სცემს პატივს, რა ინსტიტუციასაც წარმოადგენს, არც საკუთარ თავს სცემს პატივს და ფაქტობრივად, მონაწილეობს ამ წარმოუდგენელ სიგიჟეში, რაშიც იგულისხმება კანონზე რუსულის ძახილი ყველანაირი დასაბუთების გარეშე და იმ ფონზე, როდესაც მას უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნები, ადამიანი მთელი განხილვის განმავლობაში იძახდა, რომ თქვენ გინდათ კანონის განხილვის პროცესში შემომითრიოთ და მე არ შემოგყვებითო.

აი, ეს ყველაფერი ძალიან დიდ ნათელს ჰფენს, რა თქმა უნდა, მთლიანად პროცესს, რომელიც უკვე აბსურდს დაემსგავსა. რა თქმა უნდა, რაღაც კუთხით აი, ეს გაერთიანებული ძალისხმევა მთელი ოპოზიციური სპექტრის, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფების, შემდგომში უკვე ფაქტობრივად სააკაშვილად ქცეული სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მთლიანად ამ სპექტრის გაერთიანება და უკვე ახალ ეტაპზე გადაყვანა ამ ბრძოლის, ვგულისხმობ იმას, რომ რევოლუციური სცენარი ჩაუვარდათ, ვერც შიდა პროტესტის აწევა ვერ შეძლეს იმ დონემდე, რომ საზოგადოების ოპტიმალური რაოდენობის ჩართვა უზრუნველეყოთ და რა თქმა უნდა, გარედან გაკეთებულმა განცხადებებმაც ვერ დაგვაშინეს იმ პროცესში, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები არ მიგვეღო და რა თქმა უნდა, დავრჩით ჩვენს პოზიციაზე და ამ პოზიციაზე მყარად დგას უმრავლესობა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.