ამერიკის შეერთებული შტატები მომავალ თვეში შვეიცარიაში დაგეგმილ „მშვიდობის სამიტზე“ წარმოდგენილი იქნება, თუმცა უცნობია აშშ-დან ვინ მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ Reuters ინფორმირებულმა წყარომ კონფიდენციალურად განუცხადა.
სააგენტოს წყაროს თქმით, ამ ეტაპზე უცნობია რა დონეზე მიიღებს მონაწილეობას შეერთებული შტატები.
სამიტში მონაწილეობა 80-ზე მეტმა ქვეყნის წარმომადგენელმა დაადასტურა.
მანამდე კი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებული შტატების და ჩინეთის ლიდერებს, მოუწოდა, პირადად დაესწრონ აღნიშნულ სამიტს.
მაისში აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას ზელენსკიმ თქვა, რომ მნიშვნელოვანია სამიტზე თეთრი სახლის ლიდერის დასწრება.