დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ

დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევენ.

საკითხის ირგვლივ უკვე იმსჯელეს იურიდიულ კომიტეტზე, სადაც ზურაბიშვილის მდივანმა ვეტოს მართებულობაზე საუბრისთვის ვერც ბოლო კანონიერი შანსი გამოიყენა და კომიტეტზე კანონის შესახებ არ ისაუბრა.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ვეტო იმ კანონზე, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტსა და საზოგადოების ინფორმირებულობას უზრუნველყოფს, აუცილებლად დაიძლევა.