ირანმა რუსებს უახლესი საჰაერო ბომბები მიაწოდა – BILD

პირველად ირანის ხელისუფლებამ რუსეთს მიაწოდა უახლესი საჰაერო ბომბები უკრაინაზე თავდასხმისთვის, – ამის შესახებ BILD-ის ღია მონაცემთა ანალიზის ექსპერტმა ჯულიან როპკემ კურსკის რეგიონიდან ვიდეოს შესწავლის შემდეგ განაცხადა, სადაც ირანული დრონი Qods Mohajer-6 ჩამოვარდა.

ანალიტიკოსის თქმით, სწორედ ამ დრონმა გადაიტანა უახლესი ირანული საჰაერო ბომბი Qaem-5 („Qaim-5“).

„როგორც ჩანს, დრონი სუმის რეგიონზე შეტევისთვის გამოიყენეს, მაგრამ გაურკვეველი მიზეზით ჩამოვარდა“, – აღნიშნა როპკემ.

როპკეს თქმით, მათი გამოყენება მიუთითებს თეირანსა და კრემლს შორის სამხედრო თანამშრომლობის „ახალ დონეზე“.