ლარის დასუსტება – ეროვნული ბანკი დიდი რაოდენობით დოლარებს ყიდის

დასუსტებული ლარის ფონზე, ეროვნული ბანკი იძულებულია, ბაზარზე დიდი რაოდენობით დოლარი გამოიტანოს. 28 მაისს, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარი გაიყიდა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.