ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ კვირას ისრაელის საჰაერო თავდასხმა რაფაჰის ბანაკზე ტრაგიკული შეცდომა იყო.
„მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, რომ არ მიგვეყენებინა ზიანი ხალხისთვის, სამწუხაროდ, გასულ ღამეს ტრაგიკული შეცდომა მოხდა. ჩვენ ვიძიებთ ამ შემთხვევას“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
ისრაელის გენერალური შტაბი იძიებს რაფაჰში განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა და 200 დაიჭრა.