საქმე იქით მიდის, რომ ხვალინდელი დღე როცა გათენდება, მადლობა გექნებათ სათქმელი, რომ გაიღვიძებთ საქართველოში, რომელიც მოქმედებს თავისი ხალხის ინტერესით, რომელიც ეძებს მეგობრებს და არა მეურვეებს”, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, ოპოზიციას საპარლამენტო უმრავლესობისთვის მადლობა ექნება სათქმელი, რადგან ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად იღებს.
“საქმე იქით მიდის, რომ ხვალინდელი დღე როცა გათენდება, მადლობა გექნებათ სათქმელი, რომ გაიღვიძებთ საქართველოში, რომელიც მოქმედებს თავისი ხალხის ინტერესით, რომელიც ეძებს მეგობრებს და არა მეურვეებს, რომელსაც უნდა იყოს დამოუკიდებელი და ჰქონდეს ქართული და არა უცხოური გავლენა – მადლობა გექნებათ მოსახდელი, რომ ამ გადაწყვეტილებას უმრავლესობა თქვენს ნაცვლადაც მიიღებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.