უდანაშაულო პალესტინელების დაღუპვა შემაძრწუნებელია – თეთრი სახლი

ისრაელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, – ამის შესახებ თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უდანაშაულო პალესტინელების დაღუპვა შემაძრწუნებელია.

„ისრაელს აქვს უფლება, რომ დაამარცხოს „ჰამასი“ და ჩვენ გვესმის, რომ ამ თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ორი ტერორისტი დაიღუპა, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ისრაელელ მოქალაქეებზე თავდასხმაზე, მაგრამ როგორც ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ. ისრაელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.