აჭარელი ინტელექტუალი: საგარეო კურსი არ შეიცვლება!

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ილია ვერძაძე, პარლამენტის მიერ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს და მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

„ვეტოს დაძლევის შემდეგ რომ არაფერი ცუდი არ მოხდება, შემდეგ რას მოიგონებენ? ისევ იმას, რომ ეს კანონი, წლების შემდეგ, გაართულებსო სიტუაციას თუ რას? ბავშვები ჩვეულებრივ რომ ჩაირიცხებიან ევროპულ სასწავლებლებში, მათ დაფინანსებას ბიუჯეტი რომ გააგრძელებს, მაშინ რას მოიფიქრებენ? თან, რომ გააცნობიერებენ, რომ ეს ბიუჯეტი კანონპროექტის დარეგისტრირებამდე იყო მიღებული, ანუ არც არავინ აპირებდა კურსის ცვლას, მერე რას იტყვიან? უბრალოდ, ეს უნდა დაეწყოთ ოქტომბერში, ნებისმიერი მიზეზით და გააზრება ვერ უნდა მოსწრებულიყო არჩევნებამდე. ახლა კი ყველა ნახავს, თუ რასთნ გვაქვს საქმე.

ზოგი იტყვის, რომ მოატყუეს;

ზოგი იტყვის, რომ მოტყუვდა და ა.შ.

უბრალოდ, დაიდება ახალი მოცემულობა:

მათი აზრით, უფრო მეტი მომხრე ეყოლებათ;

მათი აზრით, კონსოლიდირებულები იქნებიან (ვის სასარგებლოდ?);

მათი აზრით, ახალგაზრდების ნაწილი მათ მიემხრობა (საეჭვოა).

ერთი სიტყვით, არჩევნებისთვის იყო ეს ყველაფერი!

ამ დროს ცხოვრება გრძელდება! უმრავლესობა ნახავს, რომ გამჭვირვალობა პრობლემა არ არის და რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს!“,-აღნიშნულია ილია ვერძაძის განცხადებაში.

ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.