შალვა პაპუაშვილი – ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ ქართველი ხალხის სახელით და ქართველი ხალხის ინტერესში ვიმოქმედოთ

ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ ქართველი ხალხის სახელით და ქართველი ხალხის ინტერესში ვიმოქმედოთ“, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა, რომ ჰქონდეს მეტი ინფორმაცია უცხოურ დაფინანსებაზე.

„ზოგიერთი დიპლომატი ჩემთან, სხვა თანამდებობის პირებთან, მათ შორის, იუსტიციის მინისტრთან მიდიოდა და ეუბნებოდა – გიღირთ, რომ სააკაშვილი ციხეში მოკვდეს და ამის შემდეგ დამთავრდება თქვენი ევროპული პერსპექტივა? პასუხს აგებთ სააკაშვილი, რომ მოკვდება, რომ თქვენ აღარც კანდიდატის სტატუსი გექნებათ? ასეთი პირდაპირი შანტაჟი გვქონდა ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ. ასეთი ყალბი დილემებით შანტაჟი. „გიღირთ, რომ მოკვდეს?“ და რატომ უნდა მოკვდეს? რატომ არ უნდა მოგვცენ [სტატუსი]? ვიღაც რატომ არ უნდა დარეგისტრირდეს? ეს არის ქართველი ხალხის მიერ მიღებული კანონი და, რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქე, რომელიც თავს მიიჩნევს კანონმორჩილად, ამ კანონის მიხედვით უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.