ამსტერდამში, „სხიპჰოლის“ აეროპორტში უბედური შემთხვევა მოხდა.
ავიაკომპანია KLM Cityhopper-ის სამგზავრო თვითმფრინავის მომუშავე ძრავმა ადამიანი ჩაითრია და დაიღუპა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავი Embraer E190 აფრენისთვის ემზადებოდა.
დაღუპულის ვინაობა დადგენილი არ არის. სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ შესაძლოა ის აეროპორტის თანამშრომელი ყოფილიყო, მაგრამ გამოცემა Algemeen Dagblad (AD) წერს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ადამიანი ძრავთან მოულოდნელად აღმოჩნდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.